კონდინცირების სისტემები

საუკეთესო გათბობის სისტემები

პარტნიორები

სერვისი

ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ერთ წლიან საგარანტიო მომსახურებას ყველა პროდუქტზე მათი გაყიდვის დღიდან. სტანდარტული საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ქარხნული წუნის არსებობის შემთხვევაში გაყიდული პროდუქციის ნაკლის აღმოფხვრას მისი შეკეთებით ან თუ ეს შეუძლებელია ამ პროდუქციის შეცვლას სხვა ანალოგიური სიმძლავრისა და წარმადობის დანადგარით.

იმ შემთხვევაში თუ ქარხნული წუნის ან დეფექტის აღმოფხვრა შეუძლებელია საკუთარი ძალებით და არც ანალოგიური სიმძლავრის პროდუქცია მოიპოვება საწყობში, მაშინ კომპანია უბრუნებს მყიდველს დანადგარის ღირებულებას. ღირებულების დაბრუნება მოხდება მყიდველთან შეთანხმებით.

სტანდარტული პროდუქციის ტრანსპორტირება თბილისის ფარგლებში უფასოა.

ტრანსპორტირება საქართველოს სხვა ქალაქებში შესაძლებელია დამატებითი ანაზღაურებით. აღნიშნულ საკითხზე შეიძლება დამატებითი შეთანხმება.

მყიდველის სურვილის შემთხვევაში გაყიდული პროდუქციის ინსტალაციასა და გაშვებას უზრუნველყოფენ კომპანიის თანამშრომლები.

2003 წლიდან ჩვენი კომპანია წარმოადგენს საქართველოს მილსადენის კომპანიის კონტრაქტორს და ახორციელებს ბაქო-სუფსის ნავთობსადენის საქაჩი სადგურების კონდიცირებისა და გათბობის დანადგარების სერვის-მომსახურებას.

კომპანიას გააჩნია ორიგინალური სათადარიგო ნაწილების მარაგი რათა გარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება მოხდეს უმოკლეს ვადებში. ჩვენი პირდაპირი კავშირები ვენტილაციის, გათბობის და კონდიცირების სისტემების მწარმოებელ კომპანიების ორიგინალური სათადარიგო ნაწილების რამდენიმე ბაზასთან უზრუნველყოფს ნებისმიერი ნაწილის მოწოდებას 1-3 კვირაში.